დეკემბერი -
ქრისტეშობისთვე
- 2. - ღირ. მამისა ჩვენისა
ილარიონ ქართველისა, საკვირველთმოქმედისა (875წ.);
- 4. - ტაძრად მიყვანება
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა;
- დაიბადა პოეტი ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი (1817-1845);
- დაიბადა მეცნიერი გიორგი ჩუბინაშვილი (1885-1973);
- 6. - დაიბადა მწერალი დესპინე
("ბანოვანი") გელოვანი (1880-1934);
- დაიბადა მწერალი ანტონ ფურცელაძე (1839-1913);
- 7. - დაიბადა სპარტაკ
ბაღაშვილი, მსახიობი, ლეგენდარული არსენას როლის შემსრულებელი (1914-1977);
- 8. - დაიბადა კინორეჟისორი
რეზო ჩხეიძე (1926);
- 9. - დაიბადა ალექსანდრე
ცაგარელი, ისტორიკოსი, ენისა და ლიტერატურის მკვლევარი (1844-1929);
- 10. - დაიბადა პოეტი ხუტა
ბერულავა (1924);
- 11. - დაიბადა მწერალი ანზორ
სალუქვაძე (1931);
- 12. - მღვდელმოწ. აბიბოს
ნეკრესელ ეპისკოპოსისა (VI ს.);
- 13. - წმ. და ყოვლადქებულისა
მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველად
მქადაგებლისა (62 წ.);
- დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასალისა, თბილისის დამაარსებელისა (502 წ.);
- 15. - წმ. შორის მამისა ჩვენისა ისე წილკნელ ეპისკოპოსისა (VII ს.) -
ათცამეტ სირიელ მამათგანისა; წილკონობა
- დაიბადა პოეტი ანა კალანდაძე (1924);
- დაიბადა კრიტიკოსი ელიზბარ ჯაველიძე (1938);
- 16. - დაიბადა მწერალი შიო
არაგვისპირელი, დედაბრიშვილი (1867-1926);
- 17. - დიდმოწამე ბარბარესი - ბარბარობა
(მეკვლეობა);
- დაიბადა მსახიობი ოთარ კობერიძე (1925);
- 19. - წმ. ნიკოლოზისა - მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა,
საკვირველთმოქმედისა - ნიკოლოზობა (345);
- დაიბადა კრიტიკოსი სარგის ცაიშვილი (1929-1993);
- 20. - დაიბადა მწერალი რევაზ
ინანიშვილი (1926-1991);
- 22. - დაიბადა მწერალი აკაკი
გაწერილია (1910);
- 24. - ხსენება ყოველთა
წმიდათა - საქართველოში წამებულთა, ღირსთა მამათა და დედათა, რომელთა შორის
უნდა ვიგულისხმოთ:
მამაკაცთა: - აბაზა, აბესალომ, აბუსერი, ადიკო,
ავაგი, ავალა, ავგაროზი, ავთანდილი, აიდემური, ალავერდა, ალმასხანი, ალხაზა,
ამირანი, ამირინდო, ანდუყაფარი, არდაშელი, არჯევანი, ასლამაზი, ასლანი, ასპანი,
აფთარი, აფრასიონი, აღებულა, ბაადური, ბაბილა, ბაკური, ბარათა, ბაფუკი, ბახუ,
ბახუტა, ბებური, ბეგლარი, ბედიანი, ბეკო, ბეჟანი, ბერი, ბექა, ბეშქენი, ბევია,
ბირთველი, ბიჭია, ბოსტა, ბოცო, ბუჭულა, გაბილა, გამახარე, გამიხარდა,
გარსევანი, გელა, გემელი, გზობია, გივი, გლახა, გლახუა, გოგია, გოდერძი,
გოსტაბაში, გოშპარი, გოჩა, გოჯასპირი, გუგუნა, გულბაათი, გურასპი, გურნეი,
დათუნა, დარისპანი, დარჩია, დემური, დიასამი, დოლენჯი, დურმიშხანი, ედიშერი,
ევდომოსი, ეზრა, ელგუჯა, ერეკლე, ვამეყი, ვაა, ვარაზა, ვარაზვანე, ვარამი,
ვარდენი (ვარდანი), ვაჩე, ვახუშტი, ვენდელა, ვირშელი, ზაალი, ზაზა, ზაუტა,
ზებედე, ზუბიტა, ზურაბი, თადია, თათე, თანდილა, თარხანი, თაყა, თაყინა,
თეიმურაზი, თენგიზი, თორღა, იაგორა, იაკინთე, იასე, იმედა, იოათამი, იორამი,
კახა, კახაბერი, კვირია, კიკოლა, კოჩა, კახო, ლაშა, ლევანი, ლიპარიტი, ლომი,
ლომიტა, მალხაზი, მამამზე, მამისა, მამისთვალი, მამუკა, მამულა, მანძულა, მაყა,
მახარე, მერაბი, მირმანოზი, მურვანი, მურმანი, მურძაყანი, ნადირა, ნავროზა,
ნარიმანი, ნასყიდა, ნინია, ნოდარი, ნოშრევანი, ნუგზარი, ოთარი, ომანა, ონანა,
ონისიმე, ოსე, ოტია, ოქროპირი, პაატა, პალი, პაპალა, პაპუნა, პატარკაცი,
ჟამუტა, რამაზი, რატი, რაფაელი, რაფიელი, როინი, რომანი, როსება, როსტევანი,
როსტომი, საამი, საბაია, საბრალო, სავლე, სარგისი, სარდიონი, სარიდანი, საფარა,
სესია, სეფედავლე, სეხნია, სიაოში, სიდამონი, სოზია, სოლოღა, სპანდიერი, სულა,
სულმამა, სულხანი, სუმბატი, ტარიელი, ტატო, ტეტია, ტურია, უშანგი, ფარემუშა,
ფარნაოზი, ფარსადანი, ფეშანგი, ფირანა, ფიროზა, ფოცხვერა, ფრიდონი, ქავთარი,
ქართლოსი, ქვაბული, ქველი, ქიშვარდი, ქობული, ქუმსი, ქუქუჩა, ქუცნა, ღარიბა,
ღვთისავარი, ღვინია, ღუღუნა, ყაითამაზა, ყარამანი, ყაფლანი, ყაყიტა, ყვარყვარე,
ყიასა, შაბურ, შადიმანი, შამადავლე, შამშე, შარმანაზი, შაქარა, შერმადინი,
შიაოში, შოთა, შოშია, შოშიტა, ჩოყოლა, ცვარი, ცისკარი, ციცი, ცოტნე, ძამასა,
ძაღინა, წყალობა, ხარება, ხახუტა, ხაზანა, ხირსელა, ხობელა, ხოხია, ხოსიტა,
ხოსრო, ხუდადა, ხუჩუა, ხუცია, ჭოლა, ჯაბა, ჯავახი, ჯავარა.
ქალთა: - აგრაფინა, ანუკა, ასკილა, ასმათი,
ასპიროზა, გვანცა, გუგულა, გულვარდისა, გულია, გულიჯანა, გულნაზი, გულნარა,
გულქანა, გულარისი, გულჩარა, გულჯავარი, გუჯა, დარეჯანი, დესპინე, დუნდარა,
ედია, ესმა, ვარსკვლავისა, ზეინაბი, თათია, თალიკო, თეთრუა, თეონა, თვარულა,
თიკო, თინა, თინათინი, თმაგიშერა, თორელა, თუთა, თუთია, კაკა, კეკელა, კესარია,
კონია, კრავია, ლამაზა, ლამარა, ლელა, ლერწამისა, ლიზა, ლილი, მაგდანი, მაზიტა,
მათუნა, მაია, მაკა, მამისიმედი, მანანა, მანიჟა, მარგალიტა, მარგო, მარიხი,
მეტია, მზეთვალა, მზექალა, მზეხა, მზეხათუნი, მზისთანადარი, მნათობი,
მნათობისა, მონავარდისა, ნათია, ნადია, ნაზო, ნარგიზი, ნესტანი, ნუშო,
ნესტანდარეჯანი, პატარქალი, პეპელა, პირვარდისა, პირმთვარისა, პირიმზე, ჟამიტა,
რიშქალა, როდამი, რუსა, საბედა, საგდუხტა, სიხარულა, ტერეზია, უმანკო, ფატმანი,
ფაქიზო, ფაზია, ფეფელა, ფეფენა, ფოსო, ფოფო, ქაბატო, ქალია, ქურციკა, ცაცო,
ცისკარა, ციცია, ციცინო, ჭიკჭიკა, ხათუნა, ხამერა, ხვარამზე, ხვაშაქი,
ხორეშანი, ჯულია.
- 25. - ღირ. მამისა ჩვენისა
იოანე - ზედაზნის წინამძღვრისა, სარკინოზთაგან წამებულისა (XII ს.);
- აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღე სრულიად საქ. კათოლიკოს-პატრიარქისა ილია
II-ისა;
- დაიბადა მწერალი კონსტანტინე ლორთქიფანიძე (1904-1984);
- დაიაბდა ტარიელ კვანჭილაშვილი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერების დამსახურებული
მოღვაწე (1920-1998);
- 26. - დაიბადა ნიკო
კეცხოველი, ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე (1897-1982);
- 27. - დაიბადა მწერალი გიორგი
ლეონიძე (1899-1966);
- დაიბადა მწერალი დავით კასრაძე (1885-1965);
- 28. - დაიბადა ისტორიკოსი
ნიკო ბერძენიშვილი (1894-1965);
- 30. - დაიბადა მწერალი იონა
მეუნარგია (1852-1919).
იხილეთ აგრეთვე მოძრავი დღესასწაულები
ვებ საითი "ქართული კალენდარი" შედგენილია
ბესიკ სისაურის მიერ ?
ვებ საითის მკითხველთა თხოვნით მომიხდა ქართული კალენდრის ინგლისური ვერსიიდან
თარგმნა და გაშალაშინება. კალენდრის ქართული ვერსია შედარებით ფართოა და დეტალური.
რამდენადაც რელიგიურ დღესასწაულთა უმრავლესობა მოძრავია, არ მოხერხდა მათი ამ
საითზე მოთავსება რისთვისაც ბოდიშს მოგახსენებთ. სხვა ძირითადი მართლმადიდებლური
დღესასწაულები ემთხვევა ბერძნულ და რუსულ ეკლესიათა კალენდარს. ასე რომ შეგიძლიათ
გამოიყენოთ ამგვარი კალენდრებიც საჭიროების შემთხვევაში. ზოგიერთი ქართველი
წმინდანები კი მოიხსენება როგორც მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების ასევე
სომხური ეკლესიის მიერ.
გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი შენიშვნები და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.
წინასწარ გიხდით მადლობას.
E-Mail
HOME - სახლი
? Copyright, 2000
? ყველა უფლება დაცულია
Besiki Sisauri