
ვებ საითი "ქართული
კალენდარი" შედგენილია
ბესიკ სისაურის
მიერ.
ვებ საითის მკითხველთა თხოვნით მომიხდა ქართული კალენდრის ინგლისური ვერსიიდან
თარგმნა და გაშალაშინება, თუმცა კალენდრის ქართული ვერსია შედარებით ფართოა და
დეტალური.
რამდენადაც მართლმადიდებლურ რელიგიურ დღესასწაულთა უმრავლესობა მოძრავია, არ
მოხერხდა მათი ამ საითზე მოთავსება რისთვისაც ბოდიშს მოგახსენებთ.
სხვა ძირითადი მართლმადიდებლური დღესასწაულები ემთხვევა ბერძნულ და რუსულ ეკლესიათა
კალენდარს. ასე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ ამგვარი კალენდრებიც საჭიროების
შემთხვევაში. ზოგიერთი ქართველი წმინდანები კი მოიხსენება როგორც მსოფლიოს
მართლმადიდებლური ეკლესიების ასევე სომხური გრიგორიანული ეკლესიის მიერ.
გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი შენიშვნები და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.
წინასწარ გიხდით მადლობას.
E-Mail
ზემოთ
მოცემული ამ თვის კალენდარი არის ჯავა სკრიპტით დაწერილი და შეგიძლიათ
გამოიყენოთ უფასოთ თქვენს ვებ გვერდზე.
გთხოვთ მიუთითოთ ამ ვებ გვერდის ბმული.
იხილეთ გაგრძელება - იანვრის თვე
Movable Feastdays:
- ღირსი მამისა შიო ღვიმელისა (VI
ს.)შიოობა - გარდამავალია, მოიხსენება ყველიერის ხუთშაბათს.
- "ქებაი და დიდაბაი ქართული ენისა" - გარდამავალია, აღინიშნება
ლაზარეს შაბათს
- დოდო გარეჯელისა (596) - გარდამავალია, მოიხსენება ამაღლების
შემდგომ ოთხშაბათს
- წმ. მამისა დავით გარეჯელისა (VI ს.),
მამადავითობა თბილისში, გარდამავალია, მოიხსენება ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს
- დიდუბობა - გარდამავალია და აღინიშნება ორშაბათს ბრწყინვალე შვიდეულისა
- მრავალ წმინდანთა მამათა და დედათა აჭარაში თურქთაგან წამებულთა XVIII
ს. -გარდამავალია, აღინიშნება სულთმოფენობის დღეს;
- დღესასწაული ივერიის ღვთისმშობლის ხატისა - გარდამავალია, მოიხსენება
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს;
- წმინდათა 6000 მოწამეთა 1616 წელს დავით გარეჯის უდაბნოში ამოწყვეტილთა -
გარდამავალია, მოიხსენება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს;
- ხსენება შოთა რუსთაველისა - იერუსალიმის ჯვრის მონასტრის განმაახლებელისა და
"ვეფხისტყაოსნი"-ს ავტორისა - გარდამავალია, მოიხსენება სულთმოფენობის შემდგომ
ორშაბათს
- თბილისობა - გარდამავალია, აღინიშნება ოქტომბრის თვის ბოლო შაბათ-კვირას
HOME - სახლი


