| ო, როგორ მინდა ვგავდე კეთროვანს, კურნების მადლი რომ დაგიფასა, და იმ ავაზაკს, ცხონების მპოვნელს, შენი ღმერთკაცად შეცნობის ფასად. ო, როგორ მინდა ვგავდე მეზვერეს, ტაძრის კუთხეში მხურვალედ მლოცველს, მებაჟე ზაქეს, რწმენამიცემულს, შენს დასანახად ხეებზე მცოცველს. ო, როგორ მინდა მეძავეს ვგავდე, ცხარე ცრემლებით ფეხს რომ გილტობდა, ხალხს, უფლის სიტყვის გაგონებისთვის უდაბნოში რომ შენსკენ ილტვოდა. ო, როგორ მინდა მწამდე გულწრფელად, რომ წყალზე მდგომი არ ჩავიძირო, ვგავდე ასისთავს, სისხლმდინარე ქალს, და რწმენის ფსკერი მქონდეს უძირო. |
|
|
|
|
©
ლექსი
"იესოს" დაწერილია
მაკა გელაშვილის მიერ.
ნაშრომი წარმოდგენილია
ბესიკ სისაურის მიერ და წარმოადგენს
Welcome to Sakartvelo -ს
ნაწილს
The
rhyme "To Jesus" in
Georgian written by Maka Gelashvili
The text presented by
Besiki Sisauri and it's a part of
Welcome
to Sakartvelo