Ioanne Shavteli - ABDULMESIANI

 

შესავალი
თავი Iთავი IIთავი IIIთავი IVთავი Vთავი VI
თავი VIIთავი VIIIთავი IXთავი Xთავი XIთავი XII



შესავალი
1
სამებით ღმერთმან, არსებით ერთმან მომცეს მე სწავლა თქვენდა შემკობად!
გიძღვნა ქებანი: მწადს აქ ებანი, /დავითის/ დავით ვჯდე მუსიკობად.
მესმა / ზევსური: რა ვნახე, ვსური, რომ სიტყვა მეთხზნეს მეფისა ძნობად,
მუნ გულისხმობით თვით გულის ხმობით კარი სიბრძნისა სულელთა ცნობად.
2
შემოკრბით, ბრძენნო, /ათინელთ ძენო, /თამარს ვაქებდეთ მეფედ ცხებულსა,
/კრიტს, /ალაბს, /მაღრიბს, /ეგვიპტეს, /მაშრიყს, /ჩინეთ-მაჩინეთს, /თარშის ქებულსა!
რომელნი /ელნით, რომელნი /ელნით თავს /სოგრატისებრ სწავლით გებულსა,
ვარსკვლავთ-მრიცხველნო, სხვათ ბრძენთ მკიცხველნო, ვერ ძალ-გიცთ ქებად, თავს ჰყოფთ ვნებულსა.
3
ძე /ადამისი, მსგავსად ამისი, ვისცა ეხილვონ, მამცნონ, სად არი?
ღმერთმან სამოთხით მოგვცა სამ-ოთხით ეთერ ბრწყინვალე, მზეებრ სადარი;
აღმოსავლეთით და დასავლეთით, სამხრით ჩრდილომდის ჰპოონ, სად არი
ზესკნელ-ქვესკნელით და გარესკნელით, უკანასკნელით უფსკრულთ სადარი?

თავი I
4
ვიწყო-ღა ქებად, ძვილ შეკადრებად: მსმენელთ ვაუწყო ქვეყნის მპყრობელი,
მხნე, ლმობიერი, ქველი, ძლიერი, ჰაეროვანი, მტკიცედ მფლობელი,
შარავანდ-გმირი, ორგულთ გამგმირი, მტერთა ქვესკნელად დამამხობელი,
რიტორი, ბრძენი, მეფეთა ძენი, ასპარეზთა ზედ მსპარაზნობელი.
5
/დავითისადა /დავით ისადა, ეფუცა უფალს სიტყვა-მტკიცედა:
"ნაშობნი შენნი, შენ მიერ შენნი, დავსვა მსაჯულად საყდართა ზედა".
ესე მისით-ა, ესე მისითა კურთხევით უფლებს ძალთა შემწედა.
ა /ქამით მორჩი! აქა მით მორჩი სატუხელებრსა, ართუ არედ-ა.
6
არ /იონათან, არიო /ნათან, ვინ ქმნა მას ზედა ზეთ-მცხებელობა;
დაცხრა, დაყუდნა, მისგან განცუდნა უგმილთა ბორგით ზარ-მცემელობა.
/დავით ძლიერი, მხნედ საშინელი, უფლებს და მთავრობს ურჩთ-შემწველობა.
ვგონებ /მაქსიმედ: ჩემთვის მაქს იმედ - მისგან სჯულისა დამბეჭდველობა.
7
ხმობს ღმერც ხალისად, ა მერცხალისად ხმა-ტკბილ-მხმობარედ იადონისად;
ნაძვი /ლიბანით, სარო /ერმონით, /ფინიკად ზრდილი /ენაგდიმისად,
ნერგად ვარდისად /იერიქოსად - სხვამც რა ვახსენო მსგავსად ამისად?
ასაფიც /არი ა საფიცარი, დამამტკიცარი წინასწარისად!
8
ბოლოქ-ბოლოქად, მყის სასალუქად ბრძენი რიტორებს მისთვის სამოთხით:
"მირონ-გუნდრუკად, შტახსად, კასიად, თაფლად, მანანად, სძედ თქვეს სიპოხით,
ოქროდ /სემურად, მურად /ქამურად, ალვად, კინამოდ, სარდა-სარო ხით.
ნარგიზ-ლავროტი, ია-მაკროტი მისთვის ამსგავსეს, რომ არს სამოთხით".
9
გავსილო ამით, ჰგავ, /სილოამით შეცოდებისა ბიწთა წარმრღვნელად
ვმოწმობ სულებსა დას-დასულებსა, სამარადისოდ სჩნდე განუხრწნელად.
მხნე ხარ /ასური, მჭვრეტთა ასური, ალვის ხე-ტანი რტო-განფენილად.
გხედვენ რა ღამით, მოსრნე რაღამით, მიწევნულ იქმნენ თვით სიკვდიდ-ქმნილად.
10
მზრდელ არს მონათა: ზეცით მონათა ივლისის მზემან ზედ ლომსა ჯდომით.
ტომნი და ერნი, ყრმანი და ბერნი ადიდებდიან შვებით და ხლდომით.
არიან მხეცნი, მთანი და ბორცვნი, მაღნარნი, ველნი მისთვის შევრდომით.
შემუსრავს, შეფქვავს, თხემსა ვის ერქვას ჭურად ჩაფხუტი, ორგულთ მიწდომით.
11
/თამარ მეფესა, მტერთ სისხლ-მჩქეფესა, უკვდავთ წყაროსა, ცის სამყაროსა,
სხვათა მძლეველსა, თვით უძლეველსა, კისკასად მქცევსა, ტანად საროსა,
მზედ სახოვანსა, თვით ახოვანსა, ერთგულთა ხსნილ-ჰყოფს, მტერთ ესაროსა.
მნედ მისთვის ვიყო, სული განვიყო, უფალსა ჩემსა რამც გამყაროსა!
12
აქვს მას დაბეჭდვით, სმენით და ხედვით "სიბრძნის დასაბამ -შიში უფლისა".
ნათელი, წრფელი, უხრწნელ-მყოფელი, შემწყნარებელი დავრდომილის-ა.
ცუდ-ყვნის მან მტერნი, ორგულთა ერნი, სახმილმან ვით ქმნის ძალი ცვილისა.
/მოსე და /არონ თხემსა დაარონ მას ალაბასტრი ნელსაცხებლისა.
13
უსწრო /ხარანით, - გაიხარანით! - მწიკვლისა მკლებ არს, არ დამმატ ის-ა.
მსგავს ა მანტისა, არ ამანტისა, უფროს მტკიცეობს ანდამატისა,
უფალთ მთავარი, მჭერ სამთავ არი სამსაჯულოსა სრულად მათისა;
სწორად არს მზისა, კირჩხიბსა ზისა, მთა ვერად სწორავს /არარატისა.
14
მადლისა პური, სიბრძნის სადგური, მხედარი ღმრთისა სამ-ხატოვნისა;
უზვერლებითა, სურნელებითა მსგავს არს წმიდისა /სამირონისა.
ყნოსა შროშანთა, მღერა შროშანთა, ხმანი ცუდ-იქმნეს საფირონისა,
ქვეყნისა ზღვარი - ჩრდილო და ბღვარი დავლონ, ვის ძალ-უც მისებრ პოვნისა?
15
/ზირაქს /კრონოსით, /ზინონს /ენოსით სწავლა დაებმის, ბრგვნილ-ჰყოფს ენითა,
ამათ ძალითა რომ ათძალითა ორღანო უძნონ, ებან ებნითა.
/უთრუთ-/საამით /ზაალსა ამით განქიქებულ-ჰყოფს ძლიერებითა.
/სალიმ და /თური, ძლით უკეთური, /როსტომ, ვერა ვცან, სწორავს თუ რითა?

თავი II
16
ძირით მისისა /იესესისა შვილი მართალი იშვა ცხორებად,
ქალწულ-წმიდისა წილხდომილისა /საქართველოსა მეფედ წოდებად,
სვეტად სჯულისად, ზღუდედ სულისად, /აგარის ერთა ცეცხლთა მომდებად!
ახალი ფასია ხალიფასი მრავლად მოერთმის თავთა მონებად.
17
იკითხვენ, სწერენ, თაყუმსა სჩხრეკენ, რამლს ჰკრვენ, არჩევენ ბედთა მათთაგან:
"ჩვენ რომ გვესმისა, წყაროდ გვესმისა სამოთხის წყლისა ცხოველისაგან".
ვთქვა მე აწ ვითა, რომ იქმნეს წვითა მნათობნი მძაფრად სხივთა მისთაგან?
ხედვენ მზერითა: "სწორავს მზე რითა?" - ფიცვენ: "მიჰრიდა თვისთა სხივთაგან!"
18
დოვლათ-სვიანად სუფევს მზიანად, შვიდთა მნათობთა გარმოზღუდვითა.
განათლდა არე მისით, ვით მთვარე, როს განხმულ იყვნეს ცანი ხომითა.
ხილვა მეფისა მჭვრეტელთ ეფისა - თვალნი მაღნიტზე ფოლადობითა.
ლხინად გვეყოფის, არ გაგვეყოფის! არს მიწყივ შვებით და განცხრომითა.
19
მხედრად ქველობით, უძლეველობით, სახედ უსწორო ანაგებითა,
უფლად სპასპეტთა, თვით ქალაქპეტთა, აქვს-ღა გოდოლნი ანაგებითა.
მშვილდთა მაზრაკა უქმნა მტერთ რაკა გულსა უწყალოდ ანაგებითა.
ცუდ-ჰყოფს მისანსა ტილისმისანსა ხრიზმოსთ კითხვითა, ანა გებითა.

თავი III
20
აღვძრნა ბაგენი, ბრგვნილად მაგენი გულისხმის-ყოფით შესხმად ქებისა
მაღლისა, მხნისა, ბრძენთა სეხნისა, აღმოთქმად ვიწყო ნეტა რებისა?
გოლებრ მწთოლვარე, არად მკმოლვარე სამართლად ღირსი ნეტარებისა.
არა სთნავს რისხვა. გესმის? -არი სხვა: ნამდვილ ჩვეული მოწყალებისა.
21
ესა მართალი: ე სამართალი ხეს შეიქმს ხმელსა წყალმომდინარედ.
აქვს მას ტრიონი სანატრიონი საწმისისაგან სამოსად გარედ.
აწ ესე ლომი, თვით ე /სელომი მისთვის აღეგო კეთილ-სახმარედ.
წყლად არს /გეონი, ვინ ლეგეონი პირდაყოფილ-ყო უქმად, მედგარედ.
22
აქვს სასოება მას, სათნოება, სარწმუნოება სიყვარულითა.
მადლთა ტალანტი, სავსედ ბალანტი შეუკრებიეს თვით სურვილითა.
ქველის საქმითა ვკვირობ აქ მითა, რაც ოდენ მესმის იდუმალითა.
უსხეულონი ზეცისა ძალნი მისთვის იშვებენ სიხარულითა.
23
/აფთონს ბრძავს, /ათენს, ესრეთ გაათენს წყვდიადსა ნათლად სხივნი მზისანი.
კაცმან სულელმან და უსულელმან ვერ გულისხმა-ყოს ზრახვა მისანი;
ფშვის და სურნელობს, თვით მომცემელობს ჩვენდა სიბრძნესა მადლნი ღმრთისანი!
ვისცა შეჰრისხდა, ნამდვილვე მიჰხვდა მას სალმობანი სიკვდილისანი.
24
ბრძანონ სამალად, არ თუ სამალად: "ელი ამო სით, ეს რომ არა მით?
მასთანა შორად, - ართუა შორად! - /ელია-/მოსით, /ესრომ-/არამით.
ქველად ჭერითა, რისხვით, ჭერითა ელი ამ /ოსით, ესრო მარ ამით.
მასარ ა რითა? მას არ არითა, ელ ია-მოსით. ეს რომ ა, რა მით?"
25
ვით ვუძლოთ ქებად, შესხმად, დიდებად თქვენდა, მსაჯულო სიმართლისაო?!
ჰმთავრობ და უფლებ, ათავისუფლებ პყრობილთა, ბრძმედო სიწმიდისაო.
/მენანდარ გიცნობს, ოქრო-ხმად გიძნობს, სამუსიკოო /ზირაქისაო.
არსება გმზეობს: მის მიერ გმზეობს, წიაღი გელის /აბრამისაო.

თავი IV
26
ხარ უკვდავება! ვით უკვ დავება? რაც ძალ-მიც, ქებად ვიწყო მწადენი:
ტურფა სახითა ცხოვლადსა ხითა მოყმე, მხნე, უხვი დაიბადენი.
სიბრძნისა სირად, სწავლისა სირად გარე მოგეთხზნეს რიტორთ ბადენი.
აწა მეთავსა: აწამე თავსა ღვაწლი, ვინ უწყის, თუ რაოდენი.
27
ზეცით ხარ ნათლად, ბრწყინვალედ სანთლად, - ჩვენ თქვენად ქებად სიტყვა რათ ურთით? -
მსრველ - ბარბაროზთა, მძლედ - /სარკინოზთა ჩაფხუტ-ჯაჭვ-ჭურით, ოროლითურთით!
/ისაკებრ პირმშობ კურთხევით, ნიშობ /მელქიზედეკის ლოცვით ზედა-მთით.
/ესავისითა ეს ავი სით ა, - მაუწყონ მთქმელთა, - თუცა რათ ურთით?
28
ვისცა უგმირეს, მისთვის უგმირეს არს ეს ყოველთა თვით-მპყრობელთასა,
ღმრთისა სამ-მზისა, ვინ ზესთ სამ ზისა-ეთერთ, სამყაროთ და ღრუბელთასა.
ზღუდეთა კარი, მადლთა ფუტკარი უტკბესად სძისა გოლეულთასა.
შემუსრავს /ბაალს, /მოლოქს და /ქამალს, /ასტარტის კერპსა საძაგელთასა.
29
მხედრობს უნესა: გულად უნესა სათნოებისა ჭური რჩეული.
ე საც ერია, მეხებრ ერია, რაზმნი შეიქმნეს სულ-დალეული.
ქმნის რა ნავარდი, მყის განავარდი, ფერობს, ვით ვარდი თვით დაცვარული.
იხმარნის მკლავნი, ხაფად მომკლავნი, აღმტაცებელნი, გრიგალ-ქარული.
30
მტერთა მახვილნი იქმნეს, ვით ცვილნი, მახითა მითვე, რომელ დაარწყვეს,
ექმნა წარმართსა და ერსა /მართსა განსახრწნელ, რომელ სრულ პყრობილ იყვნეს.
რა მარზაპანთა და სპათა მათთა შეჰრისხდა ლომი, თვით ნანვად იწყეს.
მაშინ /დავით, მათ მაშინ /დავით მათ მრჩობლად სხეულთა სული განიყვეს.
31
იყვის რა ზმითა, ურიცხვ რაზმითა გულის-მდებელად თვისთა სპათათვის,
/გორგასლიანი, /დავითიანი დროშა იახლის მსრველად მტერთათვის.
არ ვეჭვ, ეგზომიბრძოლა და ომი სხვასმცა ძალ-ედვის მისგან მიმართ ვის?
მებრძოლთა გუნდნი ყოვლად ყვნის ცუდნი ხმა /როსტომითა უმხნე ძალთათვის.
32
ვხმობ /ვამეყ-/ვისსა, ართუ მეყვისსა, როს იავარ-ყო /იამან ქვეყნით,
აღმოფხვრა სული - ძე და ასული: რაც უყო, თქმევად ვის ძალ-უც ენით?
ვნახეთ ა სერი: მაზედა სერი - მხეცნი, მფრინველნი უწყლად მისევნით!
ექმნა უწყალოდ, თვით ქმნა უძალოდ მეფე გლახაკებრ ძონძთა მოფენით.
33
თვით სულ იმონა კიდე /ლიმონა, მით გამოსცდიდა ლომისა მკლავთა:
ალაგა მითა - ა ლაგამითა ცქაფად იხმარნეს ეტლთა მბრუნავთა.
ვინ რისხვით უხმო, უტყვ-იქმნეს, უხმო შიშით და ძრწოლით მომრთმევად თავთა.
ბნელ-ჰყოფს ყოველთა ქვეყნის მპყრობელთა ვით მზე დაჰფარავს სხვათა ვარსკვლავთა.
34
აბჯარ-ხრმალითა, ვეფხებრ მკრჩხალითა მეხ ექმნა მტერთა ცით მოსალოდნი.
მიჰხვდეს სიბრმესა, დახდეს სიღრმესა ორგულთა ერნი, ვითარცა ლოდნი.
აქარავანი ა ქარავანი მეგობართაგან მათთვის საწოდნი.
ვადიდებ ხელსა ბრძენსა, არ ხელსა, რომ სცა მათ ნიშნად ბოლოდ საცოდნი.
35
ხარკე ისარი! ხარ კეისარი, სიმდიდრით ლაღი /ჯიმშედ-მფლობელი.
/მოსიმახოსა მოს იმახოსა მახვილი, თქვენთა მტერთა მწყობელი.
ჯაღაც ისეფქევ, მოსრვით ისე ფქევ, ბრჭალი ჰქმენ მათზედ მეოტ-მპყრობელი.
პვირ მამენდ მეხი ავად რა ჰმეხი, ორგულთა ექმენ დასამხობელი.
36
კვერთხი მეფეთა, დიდ ხელმწიფეთა, თვით გაქვს /გებალით: სხვამც რად ეკვეთოს?
ჯაჭვ-საჭურველნი ძნელ-სასურველნი, მით /სარკინოზნი მყის დაეკვეთოს;
ხრმალი ლესული, მასზედ მხნე სული ბარბაროზთ მსრველად მყის წარგემართოს,
მკლავნი ძლიერნი, გმირთა მძლიერნი, რისხვით მათ ზედა რომ მოგემართოს!
37
შესამოსელნი, შესამკობელნი გმოსიან ტანსა ოქრო-ნემსულნი,
გვირგვინ-სკიპტრანი, ბისონ-მიტრანი ძოწეულითა თანა-შექსულნი.
გაქვს-ღა პორფირთა შთაცმა, პოდირთა სამარაგდონი ერთგან ექსულნი
დიადიმითა: დიადი მით-ა, ზეგარდამო გაქვნ წმიდად ექ სულნი.
38
ვიტყვი /ხვასროსა, იმა /ხვასროსა, /ერეკლესაგან ტყვედ შეპყრობილსა,
პირველ მყოფისა მის მეუფისა /სპარსეთად ძელის წარმყვანებელსა!
სთქუთ-ღა ესეცა: "მსგავსად ესეცა უღმრთოთა შეიქმს თვით-ოტებულსა.
ა მოთხე მისთვის, ამო თხემისთვის /ნათანით ვსძღნობდეთ ნელსაცხებელსა!"

თავი V
39
თუ ვუქო სრანი, მე ამის რანი? - გალავანისა შემკულობანი,
მტილ-სამოთხენი, თვალთ სამოთ ხენი, ზედ ავაზანთა შექმნულობანი,
კართა სტოვანი, ერთა სტოლანი, იპოდრომისა განხმულობანი,
სახმრად ლანკანთა, თანად პინაკთა, ბადახშნით ხელ-ყვნეს შექმნულობანი.
40
ტახტ-საჯდომელნი მკამკამებელნი, სარდიონითა /ხურუმზს შემკულნი,
მისაყრდნობელნი ძნელ-საცნობელნი, სამოთხით ნაძღვნი, თვით უდნობელნი.
ოქრო-ვეცხლებრივ ბრწყინავს, ცეცხლებრივ, კედელ-ყურენი ფიქლით ძერწილნი,
ბივრილიონნი, ლიგვირიონნი ურთიერთობით შორის შთათხზილნი.
41
გვირგვინოსანსა, პორფიროსანსა უხდების პყრობა სკიპტრისა ხელსა.
ჟამი დილისა მოწმენდილისა განბრწყინვებულ-ჰყოფს წყვდიადსა ბნელსა.
მიჰხვდეს /მისრულნი, მისთვის მისრულნი, თვისთვის მისრულნი საქმესა ძნელსა.
მე თუ კვლად გაქო, ვიცი, კლვად გაქო სხივთა ნათელი გვამსა უხრწნელსა.

თავი VI
42
წყლად გთქვა /ნილოსად, უსასყიდლოსად სამოთხით ჩვენდა ქანდაკებულად,
ოქროდ /ოფასად, ძნიად საფასად ყოვლად ყოვლითურთ ბიწშეუხებლად.
სიწმიდის ბრძმედსა თვით განსაწმედსა გამოდნობილხარ ბიწშეუხებლად,
თვალად ალმასად, - გავნოს ალმა სად? - საფუძველთ ზღუდედ წახნაგებულად.
43
ვინც იწყოს რიცხვი, იქმნას ურიცხვი გოარი მათგან დანათვალითა;
რიყე თვალისა სწორ-ნათალისა, წყალნი მგზებარობს შიგან ალითა,
ჩანს მარგალიტი, - ართუა ლიტი! - ოდენ ბურთისა საბურთალითა.
აქვს ზარდახშანი მას, ბადახშანი ლუსკუმებრ მათთვის დასაკრძალითა.
44
იაგუნდისა სხვა რა უნდისა? ჯამები იყვის ლალ-ფირუზისა,
იყვის ჭურჭელთა სხვათ უცხოფერთა სიმრავლით დება, თვით ურიცხვისა.
ბევრად ძეს გორი, ერთა საგორი, ზოდი ოქროსა მისგან თლილისა.
ისმის მგოსანთა, ვით საფირონთა, ხმანი ებნისა და წინწილისა.
45
ეგრეთ ინახის შორის ინახის, ვით მზე სამყაროს მანათობელი,
მთვარის მშვენობით, ცისკრის მთენობით, სხივ-მკრთოლვარებით მკამკამებელი,
ედემს დარგული სამოთხის გული, ციერთ უმაღლე, ქვეყნის მპყრობელი, -
გვამცნებს სრულებით ღმრთისა სრულებით ჩვენთვის მარტივად სჯულისმდებელი.
46
გუნდ-მწყობრი, დასი მას ბევრ-ათასი ჰყავს დიდებულთა, დიდგვარ თავადთა.
/იოსებს თვალად, დიდს /სამფსონს ძალად, სჯობს /ნებროთს გულად ნაყოფი მსთვადთა,
ცუდ-ჰყოფს, ვით ცვილთა, ლიქნა-სიცბილთა, მზირთ სიბორგილით, საბრხით ძმაცვადთა.
მისთვის მოვსწყდები, შევირაცხები მსხვერპლად: ვემსგავსო ცხოვართა კლვადთა.
47
მზე-მთოვარითა! ცა-ვარსკვლავითა! შუქნი მიუხვმან მის ელვისათა.
მამის ძედ არი სამგზის ნეტარი, მეტრფე საქმეთა სახელისათა,
თვით ბჭეთა ბჭედი, მტკიცე ბეჭედი, მეწდე სიტყვათა სიმართლისათა,
ერთა შემცველი, მტერთა შემწველი თანად შიშითა სასჯელისათა.
48
სახედ ელვისა! სახედველისა მჭვრეტთა ვერ უძლეს განცდად სხივისა.
მო, ე კალმითა! მოეკალ მითა, რომ უქმად სდეგით ხატვად სახისა.
მისთვის წამალნი, სჯობს, რომ წამალნი, თვარ იქმნეთ თვისთვის მზახნი ახისა.
მან /იოსებსა - არ ი /ოსებსა! - სიტურფე ართო, თვით მსგავსი მის-ა.
49
ალვის ხე-ტანი, მსგავსად შემტანი, აქვს კოწოლთ-დაყრით კვიპაროზისა.
დასწვავს სრულობით— ჯავარ-სრულობით მზეთა, სახმილად ეშყი უგზისა.
სტავრა და ნახლი, არ ბილწ-ხელ-ნახლი, მოსიეს ტანსა მჭევრსა ზეზისა.
ვით მზე ღალიად, ეგრეთ მალიად მორბედად შავსა ტაიჭზე ზისა.
50
არ გასტეხს ფიცსა, თვით დანამტკიცსა: ჰე-ჰედ იყოსა ანუ თუ არად?
ძლევა მარჯვენით მოიმარჯვენით უფლისა მიერ ჭურად და ფარად.
ექმნა ქუხილად, თვალთა წუხილად რაზმთა ურიცხვთა, მეხ-გრიგალ-ქარად.
ერი რჩეული, ნიჭთა ჩვეული, მისგანვე იქმნეს კეთილ-სახმარად.

თავი VII
51
ვარდო უფრჭვნილო, ცვრით განბანილო, ნერგო სვიანო, /დავითიანო,
ვინ კისკასია, სურნელ-კასია, ბალასნად კმოლავ და ვით იანო!
ვინ ხარ? /ან თრაკი? - ქვეყნად ანთრაკი, უცხოდ აგებულ-ანაქვსიანო,
გონება-ვრცელო, კვლა ცნობა-გრძელო, მოთმინებაო /იობიანო!
52
ბანაკად საღმრთოდ, ერ საზეპუროდ ხარ ღმრთისმეტყველთა მათ ჭურვილთაგან.
ექმენ სახმილად: იყვნეს ახმილად მზირნი ფარულად შორს ქალაქთაგან;
მწარედ ლმობილნი, ეგრეთ ცნობილნი უღონო იქმნეს თვისთა სლვათაგან;
გულ-დრკუ-ხენეშნი, განმრყვნელნი ეშვნი, /აქიტოფელ ჰყვენ განზრახვათაგან.
53
ატიკულისა, პატრიკულისა ხედვის უფალ ხარ სიწლოთ-სიხშოსა.
უთქვამთ /ებელთა მეძიებელთა შენთვის /პროკლეს და /[იამვლი]ხოსა:
"არვეთა ვსებით არ ვეთავსებით სიბრძნისა ზღვასა /თამარ-პირმშოსა!"
/ზინონ, ზენანი, მოგვთა ზენანი მეუფედ გხმობენ პერიპატოსა.
54
იმ ალვისა ხედ იმალვი სახედ, მჭვრეტთა შემწველ-ჰყოფ მით მოტყინარედ;
კვლა ეს ხეული არე სხეული, ლმობით პატიჟად ექმნების მწარედ
ეგე /ენიად: ე გეენიად ექმნა და მათ იქმს სრულ ქვე-მდებარედ.
მწირი და მსხემი, ეგრეთ დამსხემი, ქებისა ვიქმენ თქვენთვის შემკადრედ.
55
მოხველ განრომითმტერთაგან, რო მით სიმხნითა აზმნობ მძლედ მორკინალი,
სწავლის მოძღვარი, საშვებლის ბღვარი, გზა სიწმიდისა, ცხოვრების თვალი.
ჰყოფს ანეულსა, მყოფს ან ეულსა არ ოდეს ბიცად ერქვნისა ძალი.
ჰხედავ: გაქვს მოხშო. ვაი, თუ მოხშო წყალობის კარი ტკბილად მზრახვალი!
56
რა მოიზარდე, თვით მოიბლარდე ნათლითა ყოვლის მპყრობელისათა.
/იროიკ, /ბოღრატ, /პარმენიდ, /სოგრატ უფლად გთქვეს ზღვისა და ხმელისათა,
ფილოსოფთ რვისა გარდატვიფრვისა მხედველ ხარ მსგავსად /ებელისათა.
ექმენ /ედილად ყრმათა, ე დილად, განმბანელ შვილთა ემბაზისათა.

თავი VIII
57
გიხმობ /მანასებრ, გიწოდ მეუფებრ, სიტყვით შეგითხზავ ქებას ჯეროვნად.
ნათლად მნთებარე, წინამდებარე სხივ-მომცემელობ ელვა-ცისკროვნად.
ძალ-გულად მხნეო, სვე-ბედით ქვეო, ასპიტ-ცემულ-ჰყოფ მტერთა, ახოვნად
მყის მოამდოვრებ, მათ შეიქმ ცხოვრებ უჯეროდ მზახთა მდელოთა ძოვნად.
58
ლომს ძლიერება, მზეს ბრწყინეალება, მუშკს სურნელება შენგან მიეცა;
/ყანდაარს შაქარ, /მაღრიბს ოქროს ქან, /ბარანს მარგალიტ - სადაფი ეცა,
ქვეყნის მნათენი, მოკამათენი, /ბაზიყად გექმნეს სურვილით რეცა.
წმიდათ მემწყობრე, მათთან მოსაგრე, ზეცისა ძალთა ხარ მოდასეცა.
59
ვხედავ მა რტოსა გაშლით მარტოსა, გვართა მთავრობით ზესთ საჩინოსა,
კაცთ-მოკვდავისა დამკოდავისა, შეიწრებისა არ-მომთმინოსა
სწავლის ებგური, უცხოთ სადგური, ნავთ-საყუდლითა სწორავ /ნილოსა,
სიბრძნის უფსკრული, ენა-რიტორი, მსგავს ხარ მთისა მის /ეტონეოსა.
60
თქვენ /ინდოეთი, /კვირინ-/გუთეთი, /არიელ-/ფოტელ-/გერგესეველი,
/შიშველ-მართალი, /ციდამტკაველი, /აბაშ-/შაბაში, /ღვედკეც-/ეველი,
/ბასრი, /ბარანი, /ვრახმან-/ერანი - გაქებს, გადიდებს ძნობით ყოველი!
არდამი ვარდა, გლახ, დამივარდა ენა მართლის თქმად ვეღარ მგებელი.

თავი IX
61
ძირმტკიცედ გოდლად,ზედ კართა ზღურბლად ცის კამარათა სჩანხარ ზესთ მდეგად.
ორგულთა მოსწყლავ, ძირითურთ მოჰსხლავ, ერთგულთ ექმნები ფარად და ზურგად.
ურჩთა ედომით ცეცხლად ედო მით შერისხვა თქვენი სრულ დასადაგად;
სახმილთ არმური სწვავს მათ, არ მური გუნდრუკად ერთმის ოქროსა რიგად.
62
გვრიტთა მართვისა თვარ აქვს მართ ვისა თქვენებრ სურვილი მეუღლობისა?
წარ-თუ-წირულ ვართ, არ განწირულ ვართ, რადგან თქვენ გშოვეთ მზედ უფლობისა.
მადლის მუშაკთა ექმენ ხორტაკთა მაგრილობელად სხეულებისა.
მთა შეუძრველი, კლდე შემმუსრველი, ლოდი ხარ მტერთა დაბრკოლებისა.
63
თვალი ხარ ბრმათა, თვით მზრდელი ყრმათა, მშიერთა პური, უსახლთ სართული,
მამა ობოლთა, მსაჯული ქვრივთა, შიშველთ სამოსლად მონიჭებული,
მოხუცებულთა, შრომით რებულთა სიმტკიცის კვერთხად მისაყრდნობელი!
მოგვფენ სიბრძნესა, წერილთ სიღრმესა თვით განგვიმარტებ მადლთა მთხრობელი.
64
მან უცოდველმან, ყოველთ მხედველმან, ზესთ-არსმან ზესთა თვითებისამან,
მიუწვდომელმან, დაუწყებელმან ნათელმან ერთმან სამებისამან:
მამისა ნიჭმან, სულისა ნიშმან, ძის თანა სწორად განსაზღვრებულმან -
გქმნა ცისკრად დღისად, მთიებად მზისად: ვარსკვლავად ცისად, თვით უბინდომან.
65
ჰფუცა მონამა: ზეცით მონამა მანანა ჩვენთვის მწყერ-მარხილებით;
გვცა სრა სრულებით, სავსედ სრულებით - თვალ-გოვარებით, ოქროს მილებით.
მისგან ბოძება - ართუ ბოძება - მრავლად ვიხილეთ ტკბილის გულებით,
ჩვენთვის მთმობელად, დასათმობელად სანუკვრად ვპოვეთ ესმარ-ხილებით.
66
აწყა /რომითა ა წყარო მითა, ეს მოგვენიჭა /ქრისტეს მიერად:
იტყვის იგავსა, ართუ იგ ავსა, /ზირაქის მსგავსსა, გულისხმიერად,
მტკიცედ და მკვეთრად; მისგან უკეთრად ნეტარ ვინმც იქმნა, ანუ თუ დარად?
/მისრულ მისრულა, /მისრულ მისრულა, გული როს მქონდა სალმობიერად.
67
სჭვრეტენ შეფრფინვით მნათობნი, ვინ ვით, ხვეჭით და ნდომით, სულ-წასრულებით;
ეტყოდეს გულსა მისთვის დაგულსა: "რადგან დაებით, ბარე სულ ებით!"
თავს აბარებდენ, არა, ბარე ბდენ, მყის გლოვად იწყეს ალვა-რგულებით.
წამწამს ისროდის, განესისროდის მზენი ლახვართა მისთა სრულებით.
68
არს შვენიერად, არ-ქვეყნიერად - ანგელოზთ სახედ დასახებული,
მეფედ გებული, ლაღად შვებული, თვით მხიარული, სამ-დიდებული,
მორჩი ალვათა. აკრთობს ელვათა არეთა მთენი, ცისკრის კრებული.
მართებს, რომ ცამცა ჰქონდა მასცამცა სახლად სამყოფად განჩინებული!
69
სჯულისა ლარი, ქვეყნის სალარი, გამდიდრებული ფრიად ყოვლითა!
უწყნის ყოველნი ჟამნი და წელნი, შეყინვა ნივთთა ცით მომგრგვლებითა;
ქვეყნის უფალი, მჭვრეტთ სატურფალი, საყნოსლად მათთვის სურნელებითა.
თვით ლომი გმირი: ნუთუ ეგ მირი თქვენ ჰგონოთ მისებრ ძლიერებითა?!
70
მტერთ არე წყალი და ნაბერწყალი მიჰფინის ხმათა მისთა არმურმან;
განძვინვებულნი, ცნობა-ვნებულნი მეხდატეხილ ყვნის მკლავმან ძლიერმან;
სრბით სლვა უჯეროდ, ძნელ-გასამრჯელოდ უქმნის რისხვამან კვლავ მის მიერმან.
ეცის ვის ის რა, გულსა თვით სისრა მყის განაწონის მან სახიერმან.
71
საფარველ ერთა, საძლეველ მტერთა მარტივად ბრწყინავს თვალი სოფლისა,
გონება-ვრცელი, ყოვლ-განმხედველი, /ქრისტესთვის მთხევი თვისთა ოფლისა;
ნიჭთა მთხრობელი, წინა-მსწრობელი, მადლით სპეტაკი უფროს თოვლისა,
მისთვისვე ქმნილი, თვით განკუთვნილი, უფლადცა მხედი ნივთთა ყოვლისა.
72
ცნობისა სვეტი, ხვეჭით საჭვრეტი, სიმაღლედ, სივრცედ, სიგრძედ და სიღრმედ,
სჯულის ფიცარი ძნელ-საფიცარი, მადლთა ბარძიმი ერთა განსაწმედ,
მზე დაუვალი, მყის დაუვალი, არს შვიდი მნათი მას ზედ მოწამედ
წმიდად აქვს სული დასთა-დასული სამყაროს ნათლად, არა თუ ღამედ.
73
მისგან ვითხოვო, ართუ ვითხოვო, რათა სცეს სწავლა თბესა მცონარსა.
თვით აუარო: არა უარო ქვეყანად ყოვლთა უფალთ-მთავარსა:
სამ-სახეობით, სამ-სახეობით ჰხადის უფალსა და მაცხოვარსა.
ა ბანაკებით აბანაკებით მკვირცხლად გვახილვებს მებრძოლთა ერსა.
74
ვხედავთ: სფეროთა სამისფეროთა საქმეთა მქნელად ვალს სიფიცხენით;
ცის საქანელნი გარდმომდენელნი მადლისა ცვართა ექმნეს მას ზენით.
თვით მის /აქაზის ნაცვლად აქა ზის ახოვნებისა სვეტნი მტკიცენით.
/ონორის დუქსა პირს ავად უქსა მყის შერისხვითა, მსწრაფლ სიმკვირცხენით.
75
დრო შამოიგდო: დროშა მოიგდო, მტერნი დახოცნის აოხრებითა,
ბუკ-ტაბლაკობით საარაკობით მედგრად იბრძოდის გამწყაზრებითა;
განცბუნებულნი, განწბილებულნი უღონოდ შექმნნის აბჯართ ახდითა.
გამეხებული, გამარჯვებული იყო, იშვებდა ფუფუნებითა.

თავი X
76
ვაქებდეთ, ერნო, ყრმანო და ბერნო, საუნჯედ ჩვენთვის მონიჭებულსა
/ქრისტეს მხედარსა, მხნე-ახოვანსა, პირად-პირადად განშვენებულსა,
ნათლად ბნელისა გარფენილისა, ეთერთა ელვად დასახებულსა,
სიწმიდის ვაზად, არ-ბილწად ავზად, ნათლის ემბაზად დაარსებულსა!
77
ღმერთმან და ძემან, ღმრთისა სიბრძნემან, ყო ეს უაღრეს სულთა ყოველთა,
ნათლად ცხორებად, არ განშორებად ზეცისა ძალთა, გუნდთა ცხოველთა.
მნედ ტარიგისად, ვითარ იგი სად ცხორებდა ჩვენთვის ქვეყნად ქვე-ველთა,
აღაგო სახლად, სწავლის თან-სახლად ასურვა ენა მისი მსმენელთა.
78
ვთქვა /ფინიკელნი, არ /აფრიკელნი - მათ ქმნეს წერილთა მოგონებანი.
/კატამანეთო, /იამანეთო, მისდა მყის ცუდ-ჰყვენ მოგონებანი.
გიხმობ /რომელთა, გიცნობ რომელთა, ყურნი მომიპყართ, მოგონებანი!
მისთვისღა ქებით ხარ, განქიქებით ბიწი ვინ ჰპოონ, მოგონებანი.
79
/ანდიბან მოგვმან, გრძნებითა მბორგმან მისნობით ხელ-ყო ზაკვით ზღაპრობა;
ეშმაკს ევედრა, სული შეჰვედრა, მით ექმნა სრულად მათთან საგრობა.
თქვენგან ქურუმთა მყის აქ /ურუმთა მოლითა ცუდ-ყვეს ბომონთ-მოთხრობა.
ძეგლად სჯულისად მართლ-მსაჯულისად /დავით გიწოდა თვისად მკვიდრობად.
80
დაწერა ქვითა და წერაქვითა, ანდამატისა ცვილ-მყოფელითა:
"მხნედ ასაკისა, პავასაკ ის-ა წმიდათა თანა მომრეწელითა".
ტყორცა ისრისა მიკვირს, სისრისა /მერკვირისაებრ უსჯულთ ვლენითა;
/სარკინოზთ ერთა სხეულთ აერთა ოროლი მორფსა შიგან წევნითა.
81
/არაბ აშია! არ /აბაშია - მეფე მორწმუნე, ხმელთა ნათელი;
გულთა და სულთა თვით მათ დასულთაებრ ბრწყინვალე ჰყოფს მადლთა სანთელი,
ალვა მოზარდი: /სოგრატ, მოზარდი ქებისა პოვნად, ვითა სულელი.
საბასრო მისა /საბას-/რომისა მგმობარი, თავთა დრკუდ განმსწავლელი.
82
/მაჰმადის სჯულსა გარდალაჯულსა, ბილწად საქიქელ-საბასრობელსა,
სიძვა-მრუშებით, არა-წმიდებით, ჩუკნა-ლირწებით სჯულთა მპყრობელსა,
თვით მეზღაპრესა, ცუდ ფეღამბრესა, ღმრთისა არ-მართლად მქადაგებელსა,
ეც /მოსეს ხითა, არ მოსესხითა, მას ღმრთისა მიერ საძაგებელსა.
83
თქვის სიტყვა მჭევრი, ართუ დუხჭირი, მოსაქცეველ ყვნის წარმართთა ერნი.
მათ სატუხელნი, ძნელ-საწუხელნი, სჯულნი შეუქმნის თავისა მტერნი.
მისცის ყოველთა, ვინც იყო ველთა, ადიდებდიან ყრმანი და ბერნი.
მისთვის უგბილად, განსალიგებლად შეიქმნეს მდედრად სხვანი ძლიერნი.
84
შვიდ წვალებითა, შეცვალებითა იყვნეს ძველითგან შობის დღის მზმელნი
/სადუკეველნი, /ფარისეველნი, მცნებათა სჯულსა არ-კმა-მყოფელნი,
წერილთ მომპოვნნი, თვისით მომგონნი, სხვანი დღითი-დღე ნათლის მღებელნი,
/ნაზარეველნი, ხუთ-/ოსინელნი მისგან შეიქმნეს პირდაყოფილნი.
85
/მაკედონიოს, დრკუ /საბელიოს შეცდომით ჰგმობდეს სულსა წმიდასა.
მანი ვინმე ცით იტყოდა რეცით გარდმოტანასა ხორცთა მისთასა,
/სამუსატელსა და /მომფსვეტელსა პირს დაუყოფდა წვალებათასა.
/სომეხთ მეფენი, მტერთ სისხლ-მჩქეფენი, ღმერთმა არ ღირს-ყვნა უფლებათასა.
86
უცხოთ-მოყვარე, გლახაკთ-მოწყალე, მსჯელი მსჯავრისა და სამართლისა;
აღბორგებითა, აღშფოთებითა ძმაცვათა შორად წარმდევნელ ის-ა,
შვიდის კრებისა დამტკიცებისა დამბეჭდველ გვექმნა მათგან თქმულისა.
მან ყო /არიოზ და /ევნომიოზ /საბელიოზით შორს ხვებულისა".
87
ვით ქვიშა ზღვისა, ცვარი წვიმისა ვერვინ აღრაცხოს თან თოეულად,
ეგრეთვე ქება, მსგავსად ხსენება მისი ვერ უძლონ თითოეულად;
სიმხნითა ბრძნობა და გულოვნობა ამრავალწილა უსაზღვრეულად;
აღმოსავალით და დასავალით მთანი და ბორცვნი ხმობს უფლეულად:
88
"მაშინვე ნახი თვით ეს ვენახი, კეთილ-განსხმული, სორექთ-მომრთმელი,
ლეღვისა, ღვისა, კუროს-თავისა წილად მურტისა გამომღებელი,
ნამისა ცვრითა გამობუტკვითა ნორჩთ ქანდაკებით მსთვად სასთვლებელი,
კეთილ-ნუჟრობით, ცუდ რიჟ-რაჟობით მჭვრეტთ სატრფიალოდ დასასლბობელი".

თავი XI
89
თქვა შემოქმედმან, ყოველთ მოქმედმან: "ვქმნე კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა".
ღმერთმან ღმერთთამან ძველმან დღეთამან, ვინ თანასწორად სულსა ავლენდა,
არვისგან არსმან, თვით დამაარსმან, სამებით სრულმან თვით იმოქმედა,
ნამდვილ ღმრთაებით /საბაოთებით ნივთთ-შექსულობით წარმოადგენდა.
90
მისცა ყოველი; არ უყო ველი, თვით მის მიერვე დაემონოდეს.
უბრძანა ხისა კეთილ-სახისა დაცვად ნაყოფი, ჭამად არ ოდეს
უწყოდა ღმერთმან, მან სახიერმან: თუ ჭამდეს, თვალნი აეხილვოდეს.
ურჩ-ექმნეს ღმერთსა, უსმინეს მტერსა: მათ მზე წყვდიადად შეეცვალვოდეს.
91
როს ენა შვიდი, მათთვის დამშვიდი, საზრახველ იყო სულთა ყოველთა -
/ასურთა, /ინდთა, /რომთა და /სინდთა, /ბერძენთა, /სპარსთა, /აგ-მაგუგელთა,
მაშინ-ღა /ნებროთ ჭკვით სამისებროთ გოდოლი ხელ-ყო შენებად ველთა,
თვით გარდმოიჭრა, სული გაიჭრა, სატანჯველთ მიჰხვდა სასტიკთა, მწველთა.
92
მცხინვარებითა ღმრთაებისითა ფერი იცვალა /თაბორს დიდებით:
/ელია /მოსით ნათელ-შემოსით იახლნეს, სხვაც-ა სიმტკიცის კლდებით.
ძრწოლით ხედვიდეს, განიზრახვიდეს, ვითარცა შეჰგავს მონათ რიდებით,
ხმა ზეგარდამო, მყის ყოვლად ამო, მამისგან ესმა ძედ საწოდებით.
93
ერთ აღიფრტვინვეს, თვით დაიდრტვინვეს, უმადლოდ ექმნეს ქველის-მოქმედსა.
აღბორგნეს ჯერკვლად, აღშფოთნეს ჯერ კვლად, კიცხვით ბასრობდეს მას შემოქმედსა.
ვინ იბანს ხელსა, მე ვგონებ ხელსა! ღმრთის სისხლსა წყლითა ვინ განიწმედსა?
სულისა საღსრად დასული სახსრად ღვაწლს აღასრულებს წინასწარედსა.
94
როს მესა მესით, თვით მესამე სით, დაჯდეს განკითხვად სულთა ყოველთა,
ოხრვიდენ ზღვანი, გრგვინვიდენ ცანი, ზარი გამოჩნდეს ცეცხლთა შემწველთა,
მსწრაფლად-ღა სტვირი ძნელ-დასაყვირი წარმოადგენდეს სულთა ყოველთა,
მაშინ გალხინოს, თვით მიგავლინოს თქვენ უოხჭნოთა მათ საშვებელთა.
95
/ქრისტეს სასძლოსა ვინმცა ასძლოსა განწმედით ქმნილსა, განბრწყინვებულსა?
თვით მას ედემსა, ნათლად მიმდემსა, პირველვე შენთვის სახლად გებულსა,
სასუფეველსა ყოვლად ცხოველსა, საფუფუნებლად თქვენთვის დასხმულსა,
ვხედავ ჯეროვნად, მარად სამოვნად შენდა განკუთვნით განმზადებულსა.

თავი XII
96
თუცა ვიტყოდი, უწყი: ვიტყოდი, ენამცა ბრგვნილად დამეყბედოსა.
ვის უთხრნე ჭირნი, ძნელ-დანამჭირნი, ანუ სხვა ვინმცა მეიმედოსა?
შეგეფეროდა, გმირო, ქველო-და, სრულ ხმელთა ფლობა სამეუფოსა!
მა ლეგეონსა მალე /გეონსა დაანთქემდ უყსა საუფსკრულოსა.
97
შენ, გონიერო, გულისხმიერო, თვით მეცნიერო, მეფევ ძლიერო,
მიუხდომელო, მიუწვდომელო, მიუთხრობელო, წრფელ-სახიერო,
განათლებულო, განახლებულო, განბრწყინვებულო, მზეო ციერო,
გალაღებულო, გალომებულო, კვლა გოლიათო, გულ-ლმობიერო!
98
მე, მონა შენი - მე, მონა შენი, ვგონენ ყოველნი შენთვის შექმნულად.
ნეტარ ხარ ყოვლად წმიდად და ცხოვლად, ძალად და გულად, თვით არ დაგულად.
/ნესტორად მძლეობ, არათუ /ლეობ /დიმიტრის მიერ ძალ-შეზღუდულად.
აწე რისხვითა აწ ერი სხვითა გზით წარევლინოს უკუნ-ქცეულად.
99
მე, გლახ, რა გიძღვნა? თქვენგან წარირღვნა ყოველი ბიწთა მომახველობა.
ვინა იშვების, სად აღიზრდების. რომ ჰქონდეს თქვენებრ ჭკვა-მხედველობა?
მოიმუშაკენ, ღვაწლით მოიმკენ სათნოებათა მჭელეულობა.
ხარ სიბრძნის ვაზი, ნათლის ემბაზი, სულისა ქნარი, ღმრთის მხილველობა.
100
მეფევ მაღალო, ქცევა-მდაბალო, ლომისა მსგავსო ძალად და გულად,
ალვისა რტოო, ყოვლად მარტოო, მჭვრეტთ სასურველო მოსარხეველად,
ვარდზედ გაშლილო ყორნისა ბოლო, ქმნილო სურნელთა მოსაფრქვეველად,
შუქთა მფენებო, თვით განმთენებო ზე-სამყაროსა, მერმე ქვე-ველად!
101
თქვენთვის დიდებით, ცუდ მიდ-მოდებით სიტყვა შევკრიბე უნდო რამ ენით:
ხამს შემეწია, თვით შემეწია მუსიკ-მგოსანით, მესტროლაბენით,
არ მექმნა გული ესრეთ დაგული ცრემლთა ნაკადთა მიწყივ დადენით,
სიბრძნის არდაგი, სახმილთ არ დაგი, წელთა მომერტყა სწავლის ბადენით.
102
პირველ წერანი და საწერანი /პალამიდისგან მოპოვნებულ არს.
სიტყვის-მგებლობა, ძნელ-საგებლობა /ზინონისაგან შემოღებულ არს.
ტილისმ-მოგვობა, არ-ცუდ-მბორგობა /აპოლონისგან დამტკიცებულ არს.
მასთან /ასკლიპოს ვეღარ მუსიკობს, თვით ქებად თქვენდა განლიგებულ არს.
103
წიგნნი - მეფეთა, ქება ქებათა, ეკლესიასტე, /სარამა გრძნისა,
დავით-იგავნი, - ვინ თქვა იგ ავნი? - სიბრძნე დიდისა /სოლომონისა,
ლევიტელთ, რიცხვთა, მსაჯულთა, ნეშტთა, /ეზრა-/ეზდრასი და /ზირაქისა,
მათთან /ვრახმანი გძნობდეს რვა ხმანი, ვერა დამატონ ქება ძალისა.
104
ცეცხლი ბნელისა გარესკნელისა, და წამლიანი მატლი ღრჭენისა,
მოსრვა ნეფხვითა, ძნელთა სეტყვითა, თოვლით, წვიმითა ღვარ-ნაფშვენისა
ორგულთ ეწიოს, ვერ განეწიოს, ურჩი ვინც იყოს ტახტის თქვენისა,
ღელე გლოვისა ექმნას გლოვისა, ჟამნი მოუხდეს ცრემლთა დენისა!
105
ტურფად შვენება, გამოჩვენება თქვენი დააჭნობს ყოველთ ყვავილთა,
გიხმობს ენა მით სწავლის /ენამით წყლად წყაროდ, მრწყველად ბორცვთა და ველთა.
ახალო /რომო, შენთვის თქვეს, რომო უფროს იქმნესო მყოფთა ყოველთა.
ვნატრი /ელადსა, თვით მას /გელათსა, სად რომ დაკრძალვენ წმიდათ სხეულთა.
106
ვფიცავ მე მაღლით, რომ თქვენის გაყრით ჰკლებოდეს ჟამსა დღეთა ჩემთასა.
სულნი და გვამნი და ძვალნი ჩემნი ქარქვეტებრ ჰქმნოდეს ძალთა მისთასა.
მექმნა გლახ-გული, ყოფა და სული მძაფრ მწყდრად-მდებარე მორფ-სხეულთასა,
ვერ ვაგებ თქმითა, რომ ვარ სულთქმითა უსიტყველითა უფროს სხვათასა.
107
ხელ-ვყავ საქმესა, ძნელსა რასმესა, უგუნურობით, თვით სულელობით,
ქებასა გრძელსა, სათქმელად ძნელსა, ვერ ვუძლე, ვიქმენ ენა-ბრგვნილობით.
შესხმა-მკობანი, მუსიკობანი, ვუწყი, ვერ გიძღვენ თქვენ საფერობით,
მაგრა, ვით წვლილნი /ქრისტეს მითვლილნი, მექმენ მადლობის შემწირველობით.


იოანე შავთელის პოემა "აბდულმესიანი" უნიკოდის (UTF-8) ვერსია წარმოდგენილია ბესიკ სისაურის მიერ.
© ნაშრომი მოიცავს "ტიტუს" მიერ გახორციელებულ პროექტს რომელიც ფონტების პრობლემატიკის გამო დავიწყებულ იქნა.

The peom of J. Shavteli "Abdulmesiani" based on "Thesaurus Indogermanischer Text und Sprachmaterialien, Caucasica-Georgica"
© Nach Den Editionen Von N.Ja. Marr Und S. Lola¸Vili Bearbeitet Von J. Gippert Und V. Imnaishvili. Frankfurt, 10.3.1996 © Jost Gippert
The material presented with Unicode (UTF-8) encoding by Besiki Sisauri
To read this material in Georgian you need "Sylfaen" font which is also part of Windows XP.


HOME